საზაფხულო დასაქმება - ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს ოჯახის წევრი - აცხადებს საზაფხულო დასაქმებას ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი (დიღმის მასივი; ალ. ყაზბეგის ქ; ვაჟა-ფშაველა; კოსტავა; ფანასკერტელი; ინგოროყვა; წინამძღვრიშვილი; ჩიტაია; თამარ მეფის გამზ; ჭყონდიდელის ქ; მელიქიშვილის გამზ; მუხიანი) და წავკისი. ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი) სამუშაო გრაფიკი: სრული (ღამის ცვლა) ანაზღაურება: 70 ლარი ცვლაში (ივლისი, აგვისტო და სექტემბერი) მოვალეობები: ** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება; ** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი; ** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი; ** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი; ** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა; ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით; ** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა. მოთხოვნები: ** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა; ** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები; ** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "საზაფხულო დასაქმება ღამის ცვლა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


SPAR Partner

ანაზღაურება


70₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო