დამტვირთველის ოპერატორი

აღწერა

შპს "მინერალი", 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალას. ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის მათზე მორგებული, დახვეწილი და კომფორტული ტექნოლოგიური სერვისებით. შპს "მინერალში" ვეძებთ დამტვირთველის ოპერატორს და გთავაზობთ გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. ანაზღაურება: დღიური ხელზე ასაღები 85 ლარი სამუშაო საათები: ცვლებით (08:00-17:00; 17:00-01:00) მისამართი: თბილისთან ახლოს, მარტყოფის რაიონი სოფელი სააკაძე. ძირითადი ფუნქციები: ** სპეც. ტექნიკის- დამტვირთველის (SDLG) საშუალებით, ინერტული მასალის თვითმცლელებზე დატვირთვა; ** ქვის სამსხვრევი დანადგარისთვის გადასამუშავებელი ნედლეულის მიწოდება/ჩაყრა; ** გამომუშავებული ინერტული მასალის დასაწყობება; ** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა, შესაბამის ფორმაში კომპანიაში დადგენილი სტანდარტის მიხედვით; ** ტექნიკის შემოწმება, გაწმენდა და საწვავ-საცხები მასალით გამართვა; ** ტექნიკის შენახვის წესების დაცვა; ** ტექნიკის ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ გარემოს; ** სტაბილურ სამუშაოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected], ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595010203 გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "მინერალმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი
მინერალი
თბილისი 90₾ დედლაინი: 21 საათის წინ

ოპერატორი
აგრონომი
თბილისი 600₾-700₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


მინერალი

ანაზღაურება


85₾
დედლაინი
21 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო