აღწერა

შპს "მინერალი", 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალას. ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის მათზე მორგებული, დახვეწილი და კომფორტული ტექნოლოგიური სერვისებით. შპს "მინერალში" ვეძებთ მძღოლს (ჰოვოს მარკის თვითმცლელისთვის) და გთავაზობთ გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. ანაზღაურება: დღიური ხელზე ასაღები 90 ლარი სამუშაო საათები: ცვლებით (08:00-17:00; 17:00-01:00) მისამართი: თბილისთან ახლოს, მარტყოფის რაიონი სოფელი სააკაძე ძირითადი ფუნქციები: ** ქვიშა ხრეშის კარიერზე, ნედლეულის (ბალასტის) მოპოვების წერტილიდან, სამსხვრევი დანადგარისთვის მასალის მიწოდება; ** გამომუშავებული ნედლეულის გადაადგილება კარიერის ტერიტორიაზე, დასაწყობების მიზნით; ** კომპანიის მომხმარებლების მისამართზე, მასალის მიწოდების უზრუნველყოფა ქ. თბილისის მასშტაბით; ** სატრანსპორტო საშუალების სწორი ექსპლუატაცია; ** სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის შემთხვევაში, დროული რეაგირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; ** სატრანსპორტო საშუალების საპოხი მასალის დროული ცვლილების უზრუნველყოფა; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ გარემოს; ** სტაბილურ სამუშაოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. თუ დაინტერესდით ამ ვაკანსიით და ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ, გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595010203 გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "მინერალმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დამტვირთველის ოპერატორი
მინერალი
თბილისი 85₾ დედლაინი: 19 საათის წინ

ოპერატორი
აგრონომი
თბილისი 600₾-700₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


მინერალი

ანაზღაურება


90₾
დედლაინი
19 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო