უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი /ბროკერი

აღწერა

"Keystone Agency" არის სწრაფად მზარდი თანამედროვე ბრენდის საბროკერო კომპანია, რომლის ძირითადი მიმართულება მაღალი ხარისხის სერვისია, ჩვენ ვართ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი რესურსებითა და მხარდაჭერით სააგენტოს მუშაობის დასაჩქარებლად, ვახორციელებთ ინვესტიციას ჩვენს პარტნიორებში გრძელვადიან წარმატებაში, რათა ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი. მომსახურების მაღალი სპექტრი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობაა . ჩვენი თანამშრომლების მეგობრული გუნდი გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებათ საქმის სწრაფად და პროფესიონალურ დონეზე შესწავლაში, ჩვენი პრიორიტეტი თქვენთვის სანდო, მაღალი ხარისხის პროფესიონალთა გუნდის შეკრებაა. კომპანიის ძირითად ფასეულობას წარმოადგენს : მეგობრული და პროფესიონალური გარემო, სანდოობა და გრძელვადიანი თანამშრომლობა. "Keystone Agency" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი /ბროკერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ოფისში სამუშაოს. საქმის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით: ** 1 თვიანი სტაჟირება; ** სასერტიფიკაციო და სალიცენზიო სასწავლო კურსების გავლის შესაძლებლობა; ** კომპანიასთან ერთად განვითარება; ** კომფორტული სამუშაო გარემო. კორპორატიული ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი და ულიმიტო სასაუბრო დრო; უზრუნველყოფილი ბალანსები საიტებზე სამუშაოდ; მოქნილ გრაფიკს, 11 სთ-დან 7 სთ-მდე; უძრავი ქონების მიმართულებით ტრენინგები; ანაზღაურება: მაღალი საპროცენტო განაკვეთი; სრულად გამომუშავებით: საბონუსე სისტემა 3000-დან 10000 ლარამდე; დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე; კორპორატიულ წვეულებებს, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა დაწინაურებას და სხვადასხვა სასჩუქრე პაკეტებს. მოთხოვნები: ** აუცილებელია ქართულად გამართულად საუბარი (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** საშუალო ან უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ახალ გარემოში მალე ადაპტირების უნარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** მომსახურების გაწევა; ** მოლაპარაკების წარმართვა; ** შეხვედრების დაორგანიზება. სამუშაო გრაფიკი : ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11 : 00 დან 19 : 00 საათამდე, შაბათი 11 : 00 დან 16 : 00 მდე. დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით. ფოტოსურათის გარეშე შემოსული რეზიუმე არ განიხილება . [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

აგენტი/ბროკერი
ტიფლისი
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


Keystone Agency
დედლაინი
10 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო