საწყობის სპეციალისტი

აღწერა

სამშენებლო კომპანია გრავიტას საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://gravita.ge/
გრავიტა აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი
სამუშო განაკვეთი: სრული

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბით თანამშრომელთათვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე
  • FitPass

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • საწყობში მასალის და სხვა მატერიალური ფასეულობების მიღება დასაწყობება და გაცემა დადგენილი წესების შესაბამისად;
  • საწყობის ნაშთების კონტროლი;
  • სამუშაოთა მწარმოებლისგან საჭირო მასალების რაოდენობის და სპეციფიკაციის მიღება;
  • შესაბამისი შეკვეთის მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტისთვის;
  • შეკვეთილი მასალების მომზადება-გაშვება შესაბამის ობიექტებზე;
  • სამშენებლო ობიექტებზე გაშვებული მასალების აღრიცხვა და შესაბამისი აქტების (გასავლის ზედდებული) მომზადება ;
  • სამშენებლო ობიექტებიდან დაბრუნებული მასალების აღრიცხვა და შედარება სამუშაოთა მწარმოებლისგან მიღებულ ინფორმაციასთან (რაოდენობა და ხარისხი);
  • სამშენებლო იარაღების გაცემა სამუშაოთა მწარმოებლებზე და შესაბამისი აქტების შედგენა;
  • საწყობის მენეჯერთან ერთად დროული ინვენტარიზაცია და ბუღალტრულ ნაშთებთან სხვაობების დროული გამოვლენა;
  • საწყობში მასალების შესაბამისი სქემის მიხედვით განთავსება;
  • მასალების უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
  • წუნდებული მასალების აღრიცხვა;
  • მასალების განლაგების კონტროლი, საქონლის დაცულობა და შენახვის პირობების დაცვა;
  • საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით. აღნიშნულ ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის სპეციალისტი
კომპანია
თბილისი 800₾ დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის სპეციალისტი
ლიბერთი ბანკი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის სპეციალისტი
ცელსიუსი
თბილისი 800₾-1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის სპეციალისტი
ნაზილბე
თბილისი 1100₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სამშენებლო კომპანია გრავიტა
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო