სამედიცინო წარმომადგენელი

აღწერა

ედისონმედი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე

სამედიცინო კომპანია ,,ედისონმედი” დაარსდა 2019 წელს. "ედისონმედი" წარმოდგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის სამედიცინო პროდუქციას და სერვისს.
კომპანიის ძირითადი პრიორიტეტია თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქციის იმპორტი, რაც შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელსა და კორპორატიულ კლიენტებს შესთავაზოს უახლესი პროდუქცია. კერძოდ კი, ორთოპედია, ავადმყოფის მოვლის საშუალებები, საოჯახო სამედიცინო ტექნიკა და სხვა სამედიცინო პროდუქტები.
ჩვენი პროფესიონალი გუნდის მომხმარებელზე ორიენტირებულმა მიდგომამ და სამუშაო ეთიკამ განაპირობა პროდუქციის და მომსახურების ძალიან სწრაფად გაფართოვება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც ხელი შეუწყო კომპანიის სწრაფად განვითარებას.
კომპანიის მიზანია, მომხმარებელს და ასევე კორპორატიულ კლიენტებს კონკურენტულ ფასად მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 2 ვაკანტური ადგილი
სამუშაო გრაფიკი (სამუშაო საათები, დასვენების დღეები) – ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 16:00,
სამუშაო ადგილმდებარეობა თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და კლინიკებთან;
  • კომპანიის პროდუქციის შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან;
  • კომპანიის პროდუქციის პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება;
  • გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა, შედეგის შეფასება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კურიერი
ედისონმედი
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
ედისონმედი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ედისონმედი

ანაზღაურება


1,300₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო