მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აღწერა

საქარგილე/სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი, DOKA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიერ დასახული გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა;
  • ბაზრის კვლევა - არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი მარკეტინგული აქციების ორგანიზება;
  • სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინერებთან კომუნიკაცია და მარკეტინგული მასალების მომზადება;
  • კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და მარკეტინგული მხარდაჭერა;
  • გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის სწორი შემუშავების მიზნით;
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება და მართვა;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა;
  • ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, ედვერთაიზერთან ერთად;
  • ციფრული მარკეტინგის არხების მართვა და ოპტიმიზაცია, მათ შორის SEO, SEM, სოციალური მედია და ელ.ფოსტის მარკეტინგი
  • ბრენდის თანმიმდევრული კომუნიკაციის უზრუნველყოფა ყველა არხზე;
  • კომპანიის ვებ.გვერდისა და სოციალური გვერდების გამართვა, აღნიშნულზე პასუხისმგებელი თანამშრომლის მართვა;
  • რეგულარული ანგარიშების მიწოდება მარკეტინგული საქმიანობისა და შედეგების შესახებ უფროს მენეჯმენტთან;
  • Google Analytics - ის საშუალებით, სოციალურ ქსელებში კამპანიების ეფექტურობის შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური (C1) და რუსული ენების (B2) ცოდნა;
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კრეატიული აზროვნება;
  • ორგანიზებული, მიზანდასახული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ჯი თი სი თრეიდინგ
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო