საწყობის თანამშრომელი

აღწერა

ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამანქანო ზეთებს და საპოხ მასალებს. უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ. ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან ზრდასა და განვითარებაზე. https://uglubricants.com/about-us-en/


შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.


მდებარეობა: ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: 1000 ლარიდან.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება/მიწოდება და განთავსება;
  • მტვირთავების მუშაობის ორგანიზება;
  • პროდუქციის შესანახი ადგილის დაგეგმვა და მომზადება;
  • პირველადი დოკუმენტების შესაბამისად პროდუქციის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა და კონტროლი;
  • საწყობის დახარისხება;
  • საწყობში არსებული პროდუქციის დეფექტების დროული გამოვლენა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
  • საქონლის დროული აღწერისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა საწყობში ან საწყობიდან;
  • პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • დროული აღრიცხვა, აღწერა და დატვირთვა ტრანსპორტის, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად;
  • საწყობის მოწესრიგება და უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვა;
  • საწყობის ოპტიმიზაციის წინადადებების ფორმირება ან/და განხორციელება;
  • საწყობის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;

საჭირო მოთხოვნები:

  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქონლის მიღების, გაცემისა და შენახვის მოთხოვნების ცოდნა
  • საქონლის მიღებისა და შენახვის პირველადი დოკუმენტაციის წარმოების შესაძლებლობა
  • კომპიუტერის ფლობა მომხმარებლის დონეზე. (Excel, Word)

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • კონკურენტული ანაზღაურება.
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995551627551

„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon ქუთაისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერ-ოპერატორი
უჯ ლუბრიკანტს
ქუთაისი დედლაინი: 3 დღეში

SMM / SEO სპეციალისტი
უჯ ლუბრიკანტს
ქუთაისი დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


უჯ ლუბრიკანტს

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო