მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

შპს "ოლივანდერ გრუპი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ გრუპი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. თუ შენ: ** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია; ** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური; ** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი; ** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას; მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა! სამუშაოს აღწერა: ** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ; ** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა; ** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება; ** სალარო ოპერაციების განხორციელება; ** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლიანობა; ** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება. ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი და პლუს ბონუსი ვაკანტური ადგილები თბილისის ფილიალებში: ** აქსის თაუერსი (ოლივანდერის მაღაზია) ** სითი მოლი (ოლივანდერის მაღაზია) განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 10:00-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (10:00-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით) ვაკანტური ადგილები ბათუმის ფილიალებში: ** Გრანდ მოლი (ოლივანდერის მაღაზია) ** Გრანდ მოლი (მანგა მანია) განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 10:00-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (10:00-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით) შესვენება: ** ნახევარ განაკვეთზე შესვენება - 30 წუთი ** სრულ განაკვეთზე შესვენება - 1 საათი სხვა ბენეფიტები: ** 30 %-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში; ** ფიტპასი ** კორპორატიული დაზღვევა დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] და Subject-ის ველში მიუთითეთ თქვენთვის პრიორიტეტული ფილიალის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ოლივანდერ გრუპი

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო