აღწერა

ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მარშრუტკით თბილისში - მცხეთა-მთიანეთის, მარნეულის, ბოლნისის და წალკის მიმართულებით ამანათების გადასატანად. აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მარშრუტკა! სამუშაო პირობები: ** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ.64 ** ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება 70 ლარი + საწვავი ** გრაფიკი: 10:00-დან-19:00-მდე ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად. კომპანიის ძირითადი მოთხოვნები: ** საკუთარი სატვირთო მარშრუტკა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი; ** მართვის მოწმობა B კატეგორია; ** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა; ** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). ჩვენი უპირატესობები: ** გამართული სამუშაო პროცესი; ** მეგობრული სამუშაო გარემო. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** სიახლის ათვისების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: ** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება, ** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კურიერი საკუთარი მარშრუტკით თბილისში". დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03, მხოლოდ სამუშაო საათებში!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ექსპედიტორი
იზივეი
თბილისი 900₾ დედლაინი: 16 საათის წინ

კომპანია


იზივეი

ანაზღაურება


70₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო