აღწერა
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მარშრუტკით თბილისში - მცხეთა-მთიანეთის, მარნეულის, ბოლნისის და წალკის მიმართულებით ამანათების გადასატანად.
აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მარშრუტკა!
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ.64
** ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება 70 ლარი + საწვავი
** გრაფიკი: 10:00-დან-19:00-მდე
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი სატვირთო მარშრუტკა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება,
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კურიერი საკუთარი მარშრუტკით თბილისში".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03, მხოლოდ სამუშაო საათებში! |