მძღოლი-მესაწყობე

აღწერა

შპს "უნიკომის" მსხვილი და წვრილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 8 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-მესაწყობის პოზიციაზე ქ. ბათუმში. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის 3 ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ** დასვენების დღე: 2 ** ანაზღაურება: 800ლ (ხელზე ასაღები თანხა) ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში საქონლის მიღება, დასაწყობება და გაცემაში მონაწილეობის მიღება ** დანიშნულების ობიექტზე პროდუქციის შესაბამისად მითვლა, დასაწყობება ** საჭიროების შემთხვევაში (კვირაში 2-ჯერ) ავტო-სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის მითითებისამებრ ჩატვირთვა და მისი შემდგომი უსაფრთხო ტრანსპორტირება ** საჭიროების შემთხვევაში (კვირაში 2-ჯერ) დანიშნულების ობიექტზე დოკუმენტის შესაბამისად ჩაბარება ** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება ** პროდუქციის დოკუმენტის შესაბამისად მითვლა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მძღოლის, საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება ** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა/დაკვირვებულობა ** პუნქტუალურობა ** მოწესრიგებულობა შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** გასაუბრება. დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე [email protected]. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. Unicom გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


უნიკომი
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო