ბუღალტერი

აღწერა

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "კამპა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: საგურამო სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ძირითადი ფუნქციებისა და მოვალეობების აღწერა: ** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება; ** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება, საჭიროების მიხედვით მომზადება; ** მომსახურების თანხების გაანგარიშება, შესაბამისი ფაქტურების დადასტურება და ბუღალტრული გატარებების წარმოება; ** ყოველდღიური გადარიცხვების შესრულება. ** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან; ** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან იგივე მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან კანდიდატები, რომელთა კარიერული ინტერესი მჭიდროდ დაკავშირებულია ბუღალტერიასთან); ** MS Office ** ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად) ** სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (სასურველია) ** ACCA-ს მეორე დონის წიგნები (ჩაითვლება უპირატესობად) ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად). ** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ** Apex პროგრამული უზრუნველყოფის, საბუღალტრო მოდულის ცოდნა (სასურველია). უნარები/პიროვნული კომპეტენციები: ** ლოგიკური უნარები ** დეტალებზე ორიენტაცია ** დეტალებზე ორიენტირება ** სამუშაოს ორგანიზების უნარი განსაზღვრულ ვადებში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტინგის მენეჯერი
აქვაშენი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

ციფრული მარკეტერი
LiveCaller
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

სოციალური მედიის მენეჯერი
ბიუთიფაი
თბილისი დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


კამპა

ანაზღაურება


2,000₾ -2,500₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო