ავიაბილეთების ოპერატორი

აღწერა

"Avia.ge"  აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისსა და ბათუმში. "Avia.ge" არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს. თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge"-ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები! ფუნქცია მოვალეობები: ** ავიაბილეთების ფასების შემოწმება, მომხმარებლისათვის შეთავაზება და დაჯავშნა-გამოწერა; ** ოფისში მოსული მომხმარებლის მომსახურება. ** სატელეფონო ხაზისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მოსული მომხმარებლის მომსახურება; ** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროების დახმარებით; ** პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება; ** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია); ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია); ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით. კომპეტენციები და უნარები: ** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლობის აღების უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი ** პუნქტუალურობა. სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი_ 10:00 - 18:00, შაბათი_ 10:00 - 15:00 ანაზღაურება: მოჭრილს (1000 ლარი) + მაღალი საბონუსე სისტემა (1000-2500 ლარამდე გამომუშავების შესაძლებლობით) შერჩეული კანდიდატები გაივლიან სწავლების ეტაპს, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე [email protected] და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ავიაბილეთების ოპერატორი". გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ავიაბილეთების ოპერატორი
FlyAvia.Ge
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

გამყვანი ავიაბილეთების ოპერატორი
Travel Door Georgia
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Avia.ge

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო