საცალო და საბითუმო გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

შპს "Made To Make", ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი კომპანია ისეთი გლობალური ბრენდებისა, როგორებიცაა 3M, Coverguard, Portwest, DuPont, Dunlop, Smirdex, Starline, Scott და სხვა, გთავაზობთ ვაკანსიას საცალო და საბითუმო გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 41. ** სამუშაო განაკვეთი: კვირის სამუშაო დღეები: 10:00-18:30 სთ; შაბათი - 10:00-14:00 სთ. ყოველი მეორე შაბათი დასვენების დღე. ** ანაზღაურება: ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე; ხელზე ასაღები ანაზღაურება - 1200 ლარი; დამატებითი საბონუსე სისტემა გაყიდვების მიხედვით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** მნიშვნელოვანია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება; ** შედეგებზე ორიენტირებული; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პუნქტუალურობა და ოპერატიულობა; ** მიზანდასახული და ორგანიზებული; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანია თანამშრომლობს დიდ ჰიპერმარკეტებთან, როგორიცაა დომინო, გორგია, ნოვა, ციტადელი და სხვა მაღაზიათა ქსელებთან. კანდიდატის მოვალეობაა აღნიშნულ მაღაზიებში შეტანილი პროდუქციისა და ფასების მუდმივი კონტროლი, აღწერა; ** აღნიშნულ ქსელებში კომპანიის მიერ მივლენილ პრომოუტერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათი მართვა; ** მუდმივი მუშაობა ახალი კლიენტების მოძიებაზე, ახალი პროდუქციის შეთავაზება არსებული და ახალი კლიენტებისთვის; ბაზრის კვლევა და ანალიზი; ** ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე; ** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა და ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი, რათა შეძლოს არსებულ და ახალ მომხმარებელთან სხვადასხვა სახის შეხვედრის გამართვა და ეფექტური კომუნიკაცია. (საწვავის მიწოდებასა და კონტროლს განსაზღვრავს კომპანია). თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება საცალო და საბითუმო გაყიდვების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება. კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
მეტალ ჯორჯია
თბილისი 1000₾ დედლაინი: 4 კვირაში

გაყიდვების კონსულტანტი/მენეჯერი
At Store
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

ავტონაწილების პრისეილერი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 22 საათის წინ

კომპანია


Made to Make

ანაზღაურება


1₾ -1,200₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო