აღწერა
უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავების კომპანია "Reinvest" რომელსაც მხოლოდ მაღალი კლასის უძრავი ქონება აქვს, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს მარკეტინგის დეპარტამენტში.
მოვალეობები:
** Facebook, Instagram და Linkedin კონტენტის მომზადება
** უძრავი ქონების ფოტოების გადაღება
** ტიკტოკ-ვიდეოების გადაღება და მონტაჟი
** სხვა პატარა ადმინისტრაციული საკითხები
** ახალი კონტენტ იდეების მოკვლევა და განხორციელება.
რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:
** კომუნიკაბელურობა - ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის სიამოვნება უნდა იყოს (ძირითადად გაქვთ კომუნიკაცია ჩვენი გუნდის წევრებთან)
** ცნობისმოყვარეობა - უნდა გაინტერესებდეთ უძრავი ქონების სხვადასხვა მიმართულების მუშაობის პრინციპი (ჩვენ გასწავლით)
** მონტაჟის პროგრამების საბაზისო ცოდნა - CapCut, ან VN
** Canva- ს გამოყენების გამოცდილება.
რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:
** ინტენსიური ტრენინგები მარკეტინგისა და უძრავი ქონების მიმართულებით
სამოტივაციო აქტივობები და წამახალისებელი ბონუსები
** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
** ანაზღაურება სტაჟირების დასრულების შემდგომ: თვეში 800 ლარი ფიქსირებული + ბონუსები
** 1 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი გახდება კომპანიის გრძელვადიანი თანამშრომელი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18.00;
ჩვენი ოფისი მდებარეობს: ბათუმში, ახალ ბულვარში.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შესაბამისი ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/X3Xqw7maC84tbzRj7 |