აღწერა
ეძებ სამსახურს, სადაც
** საშუალოდ 2000 ლარის გამომუშავებას შეძლებ?
** 9-საათიანი მოქნილი გრაფიკით? სხვა საქმიანობისთვისაც რომ დაგრჩეს დრო
მაშინ ჩვენ შენთვის საუკეთესო შემოთავაზება გვაქვს გაყიდვების/ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია "ბიომარკეტი" გთავაზობთ:
** მაღალ ანაზღაურებას: საშუალოდ 2000 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: მუშაობთ 9-საათიანი გრაფიკით თქვენთვის მოსახერხებელ დროს 5 დღე კვირაში (დასვენების დღეები შეთანხმებით)
** პროფესიონალურ ტრენინგ-კურსებს: ჩვენ თავად შეგასწავლით ყველაფერს, რაც დაგჭირდება ეფექტური მუშაობისთვის, თანაც სრულიად უფასოდ
** მხარდაჭერასა და განვითარებას: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ მიზნების მიღწევაში და კარიერული წინსვლის პროცესში
** ზრუნვას ჩვენს თანამშრომლებზე: კომპანიაში დასაქმებით გექნება FirPass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
ჩვენ გეძებთ შენ, თუ:
** გაინტერესებს გაყიდვების სფერო;
** გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია;
** გაქვს მომხმარებლის დარწმუნების უნარი;
** ორიენტირებული ხარ შედეგებზე;
** ხარ დისციპლინირებული.
ძირითადი შესასრულებელი ამოცანებია:
** სატელეფონო კომუნიკაცია დაინტერესებულ მომხმარებელთან;
** პროდუქციის პრეზენტაცია;
** უკვე დაინტერესებული მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** გარიგების დადება და შეკვეთის CRM პროგრამაში გაფორმება.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და გახადე შენი ანაზღაურება უფრო და უფრო მზარდი უკვე დღეიდან!
გადადი ლინკზე და გაიარე გასაუბრების პირველი ეტაპი ახლავე: https://docs.google.com/forms/d/1z0bGEh_HbC-iKS7p5DJppH_eFSe2MPdtdUQLDdralyg/edit
და გამოგვიგზავნე CV მითითებულ ელფოსტაზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითე გაყიდვების/ქოლცენტრის ოპერატორი!
გისურვებთ წარმატებებს! |