ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველი

აღწერა

ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე. სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი: 7 ვაკანსია სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი სუსტი დენების სპეციალიზაციით: 1 ვაკანსია კომპანიის შესახებ ინფორმაცია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" ახორციელებს: ** საინჟინრო ნაგებობების (ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობები) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობას; ** ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების (წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე ქსელი) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობას სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე https://tmlaboratory.ge/ სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00 საათი); ** ანაზღაურება: 2527-დან 2926-მდე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესების ყოველდღიური ტექნიკური ზედამხედველობა; ** მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი წარმოდგენილ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში; ** მოცულობების მაქსიმალური სიზუსტით კონტროლი მშენებლობის პროექტთან და ფაქტობრივ მდგომარეობასთან მიმართებაში; ** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) გავლა პუნქტობრივად უშუალო ხელმძღვანელთან და მშენებელ კომპანიასთან; ** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტებში (ფორმა N2) შეუსაბამობების აღმოჩენა და ჩასწორება; ** MSDA - შიდა დოკუმენტაციის ბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა (შესაბამისი კორესპონდენციის გაცნობა, ინიციირებების მომზადება, რეაგირება ვადების ფარგლებში; ** მშენებლობა - რეაბილიტაციის პროცესში ტექნიკური კუთხით დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელობისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება; ** საკომუნიკაციო სოც. ქსელში ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ფოტო მასალის და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების სისტემატურად გადმოცემა; ** ორგანიზაციის ტექნიკურ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) შემოწმების მიმართულებით; ** პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა; ** სამშენებლო ობიექტზე გამოსაყენებელი მასალების ფიზიკურ და გეომეტრიულ მახასიათებლების წარმოება საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში; ** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) თანმხლები დოკუმენტაციის გადამოწმება და წარმოდგენის გაკონტროლება (ფარული სამუშაოს აქტების მომზადება/მონაწილეობის მიღება, გამოყენებული მასალების სერტიფიკატები და სხვა); ** ჩაბარებული მიმდინარე ხელშეკრულებების ცვლილებების კონტროლი; ** სამშენებლო ობიექტებზე ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭირო პროცედურების წარმოება; ** ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ დროული რეაგირება, როგორც სიტყვიერი ასევე წერილობითი ფორმით; ** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ** სამუშაოთა წარმოების ჟურნალების, ბეტონის სამუშაოების, შედუღების სამუშაოების ჟურნალების წარმოების გაკონტროლება; ** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა 2) დადასტურება. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება: მშენებელი ინჟინერი ** არანაკლებ 10-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება. თემატიკა: ** საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები; ** საერთაშორისო სამშენებლო ნორმატიული აქტები. საოფისე კომპიუტერული პროგრამები: ** MS Office Word - კარგად ** MS Excell - კარგად ** AutoCAD - სასურველია პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მოტივირებული; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაბელური; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალური; ** შრომისმოყვარე. დამატებითი ინფორმაცია ** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა (უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ); ** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი; ** კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: ** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეს საფუძველზე, (ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. ** გასაუბრება. კანდიდატები მიიღებიან გამოსაცდელი ვადით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] საკონტაქტო ელფოსტის მისამართი [email protected] 2024 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით .

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლოგისტიკის მენეჯერი
კოროს სტარონ
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო