აღწერა

შპს "დელუქს გრუპ" (LLC Deluxe Group), რომელიც არის ტურისტული კომპანია, დაფუძნებული 2020 წლიდან და მუშაობს მაღალი სეგმენტის სტუმრებთან (VIP), ესაჭიროება მძღოლი ტრანსფერისთვის საქართველოს მასშტაბით. მოთხოვნები: ** 3 წელზე მეტი პროფესიონალური გამოცდილება; ** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, მაგრამ სავალდებულო არ არის; ** პროფესიონალური ტარება; ** კეთილგანწყობა და მოწესრიგებული გარეგნობა (დროული თმის შეჭრა, სუფთად გაპარსული ან კარგად მოვლილი წვერი); ** უნიფორმა (თეთრი პერანგი და შავი კოსტიუმი, ზაფხულში მხოლოდ შარვალია დაშვებული. კლასიკური შავი ფეხსაცმელი და არა სპორტული); მოვალეობები: ** ბარგის გადაზიდვაში დახმარება; ** მანქანის მოვლა და სალონის სისუფთავის შენარჩუნება; უნარ-ჩვევები: ** კლიენტისგან დისტანციის შენარჩუნების უნარი (მხოლოდ საქმეზე საუბარი); ** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა; სამუშაო პირობები: ** კომპანიას ჰყავს ავტომობილები - Mercedes V class (Jaguar E pace); ** არანორმირებული გრაფიკი, მაგრამ ხანდახან მოქნილიც (ზოგჯერ 1-2 ტრანსფერია კვირაში, მაგრამ შეიძლება იყოს ღამის საათებშიც გამოძახება, ანუ აეროპორტში დახვედრა); ** VIP კლიენტებთან მუშაობა; ** ხელფასი: 1300 ლარი (15 სამუშაო დღეზე მეტის შემთხვევაში, ყოველ დამატებით დღეს, დამატებითი ანაზღაურება); ** ეგრეთწოდებული "თიფს", «чаевые» (კლიენტისგან დატოვებული) ** მთელი დღის მუშაობის შემთხვევაში, კვება აგინაზღაურდებათ; ** რეგიონებში ტრანსფერის შემთხვევაში, კვება და განთავსება გინაზღაურდებათ. თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


დელუქს გრუპ

ანაზღაურება


1,300₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო