დასავლეთ რეგიონალური განვითარების მენეჯერი

აღწერა

შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ რეგიონალური განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. შპს " ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 95 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე. ფილიალების რაოდენობა: 15 ფილიალი სახელფასო რეინჯი: 1600-1800 ლარი. (net) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი. ფუნქცია-მოვალეობები: ** დაქვემდებარებაში მყოფი ფილიალების და თანამშრომლების მართვა; ** რეგიონში ნავაჭრის ზრდაზე ზრუნვა; ** დაქვემდებარებაში მყოფი ფილიალების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** მიკუთვნებულ რეგიონში ახალი ფილიალისთვის ან არსებულისთვის უკეთესი ფართის მოძიება, მოლაპარაკება; ** ახალი ფილიალის გახსნასა და არსებული ფილიალის ადგილმდებარეობის ცვლილების შემთხვევაში სრული ჩართულობა; ** დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება, ** საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მოწესრიგებასა და გამართული მუშაობისთვის საჭირო ღონისძიებებში ჩართულობა; ** ახალი და არსებული მენეჯერის გადამზადებაში სრული ჩართულობა; ** ფილიალის გადაბარებაში ჩართულობა და კონტროლი; ** რეპორტების მომზადება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში. ძირითადი მოთხოვნები: ** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** Apex პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** მართვის და ორგანიზების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა; ** განვითარების და წინსვლის მოტივაცია; ** საკუთარი ავტომობილი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით 577 23 97 66 (10:00 დან 18:00მდე) გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება დასავლეთ რეგიონული განვითარების მენეჯერი. შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ექსპრეს ქსელი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო