გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "Royal Express" ახორციელებს ტვირთების ტრანსპორტირებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით. კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია დასაქმებულთა კომფორტსა და ფინანსურ კეთილდღეობაზე, მნიშვნელოვანია იყო აქტიური, მცოდნე და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი. ჩვენთან გელოდებათ მეგობრული და მხიარული გარემო, წინსვლის და წარმატების პერსპექტივა. სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმ. ხეივანი #19 სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (1000 - 5000 ლარამდე) რა უნდა გააკეთო? ** პოტენციური დამკვეთის მოძიება / მათზე მორგებული შეთავაზების მომზადება /მოლაპარაკების წარმოება / ხელშეკრულების გაფორმება; ** მიღებული შეკვეთის (გადაზიდვის) დამუშავება / ოპერატიულად შესრულების კონტროლი / შედეგზე ორიენტირებულობა; ** კლიენტთან კომუნიკაცია ტვირთის გადაზიდვის დასრულების შემდგომ / სტატუსების მიწოდება; ** ბაზების მუდმივი განახლება; ** ყოველდღიური რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან. რა შედეგებს უნდა მიაღწიო? ** KPI- ახალი კლიენტების მოზიდვა, გაყიდვების გაზრდა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; ** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი; პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებულობა; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრატორი
Royal Tulip Hotel
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

მიმტანი
Royal Tulip Hotel
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Royal Express
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო