მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი

აღწერა

კომპანია "K•Call" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენლის პოზიციაზე. კომპანია "K•Call" წარმოადგენს პირველ 24/7 აუთსორსინგულ ქონტაქტ ცენტრს საქართველოში. კომპანია "ქეი ქოლი" საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს. დღეის მდგომარეობით ქეი ქოლი თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან და უწევს მათ სრული კონტაქტ ცენტრის მომსახურებას. სამუშაოს განაკვეთი: სრული (ცვლაში მუშაობა) მდებარეობა: თბილისი გამოცდილება: არ მოითხოვება ანაზღაურება: 1 000 ₾ მოვალეობები: ** პარტნიორი კომპანიების არსებული პროდუქტის/მომსახურების შესწავლა; ** შემოსული ზარების მიღება და კომპეტენტური პასუხის გაცემა; ** ინფორმაციის მიწოდების/დაზუსტების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება; ** სოციალურ ქსელებში შემომავალ შეტყობინებაზე/კომენტარებზე პასუხის გაცემა; ** CRM პროგრამაში ყველა კლიენტის დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის ჩანიშვნა; ** პოტენციურ/აქტიურ მომხმარებელთა კვალიფიციური კონსულტაცია, პროდუქტის/მომსახურების ** შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიზაცია; ** აქტიურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი. აუცილებელი მოთხოვნები: ** აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა; ** გამართული მეტყველება; ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობა; ** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული, დახვეწილი მეტყველება და კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** განვითარებაზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** სწრაფი ადაპტაციის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 47 მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია საიტზე: https://kcall.ge/customer-service-representative/ ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: [email protected]. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "CSR"

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


kcall.ge
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო