სერვის ცენტრის ოპერატორი

აღწერა

დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას. "დელივო" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** გზავნილების მიღება და გაცემა ** დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა ** საკურიეროში საფოსტო გზავნილების მიღება-დამუშავება ** პროგრამულად აღრიცხვა ** კურიერებზე განაწილება ** მომხმარებლისაგან მიღებული გზავნილების დამუშავება და გაგზავნის ხელშეწყობა ** კომპანიაში დანერგილ პროგრამებში მუშაობა ** მივლინებები საქართველოს მასშტაბით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი. ** MS Office პროგრამების ცოდნა ** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; ** სამუშაოს დაგეგმვის და დროის მართვის უნარი; ** სიახლის ათვისების და თვითგანვითარების უნარი; ** სხარტი აზროვნების უნარი; ** მოლაპარაკების წარმების უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; კომპანია გთავაზობთ: ** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას ** ანაზღაურება 1000 ლარი ** დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდე. დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: [email protected] 2024 წლის 24 აგვისტომდე. გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. "დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. "დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Delivo

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო