აღწერა
კომპანია„ჯეო-კოოპ“-ი გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელმაც წარმოადგინა ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის წამყვანი ბრენდები.
სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო-კოოპ“-ი აცხადებს ვაკანსიას კოპოლივას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი; თვალჭრელიძის ქ. N5
ფუნქციები და მოვალეობები:
- საქმიანი კორესპონდენციებისა და კომერციული დოკუმენტების მართვა/დახარისხება;
- ოფიციალური წერილების გაგზავნა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- გაწეული სამუშაოს მონიტორინგი და ანალიზი;
- ნებისმიერ საკითხზე კლიენტებთან კომუნიკაცია
- შეკვეთების შედგენა/კორეკტირება
- გაყიდვების ანალიზი ნომენკლატურის, კატეგორიების, ბრენდების და დროის მიხედვით
- ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- უმაღლესი განათლება
- ქართული და რუსული ენების ცოდნა ( სავალდებულო ), ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების ფლობა ( Microsoft Exsel - საბაზისო ცოდნა არის აუცილებელი )
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა, სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და ფოტოსურათი
ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმაზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.