მონიტორინგის ოპერატორი

აღწერა

"MS Holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად. "MS Holding" გეძებს შენ მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე რისი გაკეთება მოგიწევს? ** ტერიტორიაზე არსებული ვიდეო კამერების მონიტორინგი; ** თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად; ** დარღვევების აღმოჩენა და სამუშაო პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობებზე დროული რეაგირება; ** ობიექტებზე თანამშრომლების და ვიზიტორების ქმედებების კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დეტალებზე ორიენტირებული; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალობა; ** ორგანიზებულობა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილოს დასახლება - ჭირნახულის ქუჩა #4; ** სამუშაო საათები: 09:30-18:00 - საათი; ** ანაზღაურება: 1000-1100 ლარი; ** ვარკეთილის მეტროდან ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან); ** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება! მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
ზღვა ლუდი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 დღეში

ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
ნავნე
თბილისი 1100₾ დედლაინი: 4 დღეში

ქოლცენტრის ოპერატორი
ბიოდიზელი ჯორჯია
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

გამყვანი ავიაბილეთების ოპერატორი
Travel Door Georgia
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


MS Holding

ანაზღაურება


1,000₾ -1,100₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო