საწყობის რუსულენოვანი ოპერატორი

აღწერა

"ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას საწყობის რუსულენოვანი ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. აუცილებელი მოთხოვნაა რუსული ენის ცოდნა. მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44 სამუშაო გრაფიკი: 08:30-17:30 კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. ძირითადი მოვალეობები: ** სატელეფონო ზარებზე პასუხი; ** პროდუქციის ცოდნა; ** ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად. ** შეკვეთების დამუშავება, გაწერა; ** ზედნადებების შემოწმება, ჩასწორება და rs-ზე ატვირთვა. ** დღიური საბუთების წარმოება. ** თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი; ** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; (სასურველია) ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel); ** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად) ** პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია) უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია; ** პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი; ** სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; ანაზღაურება: საშუალო ანაზღაურება 1300-1500 ლარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სრულყოფილი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ბორან ლაითი

ანაზღაურება


1,300₾ -1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო