მიმღების ადმინისტრატორი

აღწერა

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 3 ფილიალს თბილისის მაშტაბით. კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.
პოზიციის მიმოხილვა:
ადმინისტრატორი - დასაქმებულმა უნდა გაუწიოს ადმინისტრირება კლუბში შემოსულ მომხმარებლებს. ადმინისტრატორი კლუბის წევრებს ხვდება ღიმილით, ის პასუხისმგებელია განსაკუთრებით მომსახურებაზე და მაღალი სტანდარტების დაცვაზე. მან სწორად და დამაჯერებლად უნდა მოახდინოს კლიენტის ამოცანების გადაჭრის თავისი ხედვების დემონსტრირება.

პასუხისმგებლობები:
  • კლიენტების ეფექტური მიღება/მომსახურება;
  • კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
  • სალაროს აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა;
  • გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი ინფორმაციის მიწოდება;
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის მენეჯმენტის უნარი;
  • დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • ინდივიდულურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ( სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით);
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

პირობები:
  • მოქნილი გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 08:00-დან 15:30მდე ან 15:30-დან 23:00მდე (სწავლის და მუშაობის შეთავსება - ნახევარი განაკვეთი);
  • დასვენების დღე: კვირაში ორი დღე;
  • ხელფასი: ხელზე ასაღები 700 ლარი (ერთი წლის შემდეგ 800 ლარი, 2 წლის შემდეგ 900 ლარი)

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპეციალური ფასდაკლებები;
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
  • და სხვა ბენეფიტები.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე : [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 504 447 კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო Magnika
თბილისი 1300₾-1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

მიმღების ადმინისტრატორი
კომპანია
თბილისი 40₾ დედლაინი: 2 კვირაში

მიმღების მთავარი ადმინისტრატორი
Oktopus Fitness Club
თბილისი 800₾-1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Oktopus Fitness Club

ანაზღაურება


700₾ -900₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო