აღწერა
წყლის ფილტრების კომპანია "აქვაშენი " აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფარგლებში მარკეტინგული მასალების განთავსების და ვიზუალური სტანდარტის დაცვა-კონტროლი;
** კომპანიის საახალწლო და სხვა სადღესასწაულო გაფორმებაში ჩართულობა-კონტროლი;
** ქსელთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა; მათთვის მიმდინარე კამპანიების და სხვა მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დაგეგმვა-ბიუჯეტირებაში მონაწილეობა;
** კომპანიის საიმიჯო კამპანიებში ჩართულობა;
** რეპორტინგი;
** გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით;
** თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით;
** Microsoft Office, Adobe Photoshop პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ვიდეოების მონტაჟი (ვიდეოს ქრონომონეტრაჟი 0:30 წმ-დან 2:00 წთ-მდე)
** სასურველია ფლობდეს Wordpress -ზე მუშაობის საშუალო გამოცდილებას.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
• კომუნიკაბელურობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ორგანიზებულობა;
• ანალიტიკის და ფაქტების სწორად შეფასების უნარი;
• ორგანიზების, დაგეგმვის და აღსრულების უნარი;
• შედეგებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** საათები: 10:00-18:00 საათამდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი (დამატებით: ბონუსი)
** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]. |