აღწერა

საფინანსო ორგანიზაცია შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე. ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი ჩვენი შემოთავაზებაა: ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა. ჩვენი ბენეფიტი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დრო. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა; ** ნაღდი ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება; ** სალარო აპარატთან მუშაობა; ** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა; ** სალაროს წიგნის წარმოება; ** ნაღდი ფულის დათვლა, სალაროს ნაშთის შედარება, სალაროს ნაშთის განულება/დახურვა, დღიური საბუთების დალაგება და დაარქივება. პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: ** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი; ** დისციპლინირებული და პუნქტუალური; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი; ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "მოლარე-ოპერატორი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება საკრედიტო საქმიანობის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით! წარმატებებს გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო