აღწერა
სავაჭრო ცენტრი ,,იდეალი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
პოზიცია: კერამიკული ფილების და ხის იატაკის სექციის გაყიდვების მენეჯერი.
ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5000 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი+ ბონუსი სისტემით), ანაზღაურების და კარიერული ზრდის პერსპექტივა, პლიუს ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა,
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 83ა, სავაჭრო ცენტრი ,,იდეალი“.
სამსახურებრივი მოვალეობა:
- კერამიკული ფილების და ხის იატაკის სექციაში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელმძღვანელობა და გაყიდვების პროცესების მართვა.
სამუშაო პირობები:
- დასვენების დღე კვირაში 1 დღე. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, მენეჯერული მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა,
- ანალიტიკური აზროვნების,
- ინფორმაციის სწრაფი ათვისების,
- გუნდური მუშაობის,
- თანამშრომელთა მართვის და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სტაჟირების ვადა 1 თვიდან 4 თვემდე, ანაზღაურება თვეში 2000 ლარი.
რეზიუმე სავალდებულოა ქართულ ენაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
[email protected] ვებ გვერდი:
www.demasi.ge