აღწერა
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge.
ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის დამხმარის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: კედიას ქ.3;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 900 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** მზარდი ანაზღაურება;
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, ფილიალში შეტანა და დასაწყობება (გარკვეულწილად არის სიმძიმეები და ამიტომაც განვიხილავთ მამაკაცს);
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება.
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია 15-25 კგ-იანი პროდუქციის/ტომრის აწევის ფიზიკური უნარი.
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 31 ივლისის ჩათვლით.
გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
რეზიუმეების გადარჩევა;
გასაუბრება ოფისში;
ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] .
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:"მაღაზიის დამხმარე".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას! |