მაღაზიის დამხმარე

აღწერა

შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge. ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის დამხმარის პოზიციაზე. რას გთავაზობთ? ძირითადი პირობები: ** სამუშაო ადგილი: კედიას ქ.3; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით; ** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 900 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები; ** ანაზღაურებადი სტაჟირება; ** მზარდი ანაზღაურება; ** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა. რა დაგევალებათ? ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, ფილიალში შეტანა და დასაწყობება (გარკვეულწილად არის სიმძიმეები და ამიტომაც განვიხილავთ მამაკაცს); ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება. რას ველით თქვენგან? ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება; ** აუცილებელია 15-25 კგ-იანი პროდუქციის/ტომრის აწევის ფიზიკური უნარი. როგორ მოხვდეთ ჩვენთან? შერჩევის ვადა და ეტაპები: რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 31 ივლისის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. რეზიუმეების გადარჩევა; გასაუბრება ოფისში; ანაზღაურებადი სტაჟირება. დაინტერესების შემთხვევაში, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:"მაღაზიის დამხმარე". ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დამხმარე მუშა
კომპანია
თბილისი 1380₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სამი ძმა

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო