სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი

აღწერა

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს. "ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში. კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს! ვაკანსია: სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ საბონუსე სისტემას; ** კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს; ** დაზღვევას; ** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით; ** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან); ** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში; ** 24 + 4 საშვებულებო დღეს; ** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ახალი სერვისების შექმნა და ამუშავება; ** მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდა სერვისის მიმართულებით; ** სერვისის მომსახურების ჯგუფის მიმდინარე სამუშაოების მართვა, ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი; ** დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვა და საჭირო საშტატო განრიგის განსაზღვრა; ** დეპარტამენტის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება და ხარჯების ბიუჯეტირება და მონიტორინგი; ** დაქვემდებარებულთათვის ამოცანების, გეგმების დადგენა და თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი; ** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისთვის; ** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; ** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით; ** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word). საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დეტალებზე ორიენტირება; ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერულ წინსვლას; ** გრძელვადიან თანამშრომლობას. კონკურსის ეტაპები: ** შესარჩევი სიის მომზადება; ** გასაუბრება შერჩევისა და ადმინისტრირების მენეჯერთან; ** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი
ავტოტექნო
თბილისი 4000₾-5000₾ დედლაინი: 3 კვირაში

მექანიკოსი
ჯითიეს ელექტრონიქსი
თბილისი 1400₾-1700₾ დედლაინი: 4 კვირაში

შესყიდვების ანალიტიკოსი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ავტოტექნო

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო