აღწერა
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "GeoPaper", წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 2005 წლიდან უზრუნველყოფს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ენუქიძის #7 (აფრიკის დასახლება, ისთ-ფოინთთან)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ფუნქცია მოვალეობები:
** ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
** პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით, კვლევის რეპორტინგი;
** არსებულ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და სრულყოფილი სერვისების შეთავაზება/გაწევა;
** როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია;
** გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენენჯერი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (cv/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს ჯეპის მიერ, (ს/ნ 202281823; იურ.მის: ა.ენუქიძის N7) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს ჯეპ, ს/ნ:202281823; მის:ა.ენუქიძის N7 თბილისი, საქართველო) მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/ სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.
გისურვებთ წარმატებებს! |