მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

სწრაფი კვების (ჰოთ-დოგების) ობიექტების ქსელი "StarDogs", რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** ტრენინგს 5 დღემდე; ** კვების უზრუნველყოფას. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. სამუშაო განაკვეთი: გრაფიკის შესაბამისად. (2 სამუშაო დღე, 2 დასვენება) ანაზღაურება: 1000 ლარი ხელფასი, 500 ლარამდე ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ფუნქციები და მოვალეობები: ** დილიდან ობიექტის მომზადება - გრილების გათბობა, ნახევარფაბრიკატების მომზადება და განთავსება მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში; ** ჰოთ-დოგების და სხვა კერძების მომზადება სტანდარტების შესაბამისად; ** დარჩენილი ნახევარფაბრიკატების, ცხელი და ცივი სასმელების, შესაფუთი მასალის ყოველდღიური/ყოველკვირეული ინვენტარიზაცია (აღწერა); ** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა/რეალიზაცია; ** მომხმარებლისთვის პროდუქტთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** ინვენტარიზაციების განხორციელება; ** სამუშაო ადგილზე სისუფთავის შენარჩუნება, ვიტრინების, გრილების, მაცივრების, ყავის აპარატების, სამუშაო ზედაპირების და აღჭურვილობების შესანახი ადგილების დასუფთავება, მაგიდების დასუფთავება, ნაგვის გატანა; ** სამუშაო დღის ბოლოს სალარო აპარატის დახურვა და ანგარიშების მომზადება; ** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა; უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა; ** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; ** მომსახურების სანიმუშო მანერები; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: [email protected] წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


სთარდოგსი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო