აღწერა
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას კონსულტანტის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 ან 16:00-23:00
** დასვენება: კვირაში 1 დღე
** აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე
** ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 950 ლარს, ხოლო შემდგომ - 1000 ლარს.
** 3 თვის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მოღიმარი, თავაზიანი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი (თბილისი)".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან. |