საწყობის მენეჯერი

აღწერა

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თელავი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • სასაწყობე მეურნეობის მართვის პოლიტიკისა და პროცესის გაწერა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა;
  • სასაწყობე მეურნეობის მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის პროგრამაში ასახვის უზრუნველყოფა;
  • მასალების/ინვენტარის გაცემისას მათი რაოდენობის შესაბამისობის მონიტორინგი;
  • მასალების/ინვენტარის მიღებისას მათი აღრიცხვის, შეფასება-დათვალიერების უზრუნველყოფა;
  • დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მიღებული მარაგის/ინვენტარის დასაწყობების უზრუნველყოფა;
  • საწყობში ოპტიმალური მარაგის დადგენა და მარაგის დასაწყობების ინიცირება შესყიდვების დეპარტამენტთან.
  • ყოველი კვარტლის ბოლოს კომპანიის მფლობელობაში არსებული სასქონლო მარაგების/ინვენტარის ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
  • ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენა, შესაბამისი აქტის შედგენის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  • აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორინეტირებული;
  • პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული.
  • ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected] 2024 წლის 18 აგვისტომდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თელავი

კომპანია


ელემენტ კონსტრაქშენი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
პროფესიული კოლეჯი

წყარო