სისტემური ადმინისტრირების/მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი

აღწერა

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ჰიპერმარკეტების სისტემური ადმინისტრირების და მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში. ფუნქცია-მოვალეობები: ** სისტემის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, განახლება, ოპტიმიზაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება; ** პასუხისმგებელია კომპიუტერული სისტემების, ქსელური სერვერებისა და ვირტუალიზაციის შენარჩუნებაზე, კონფიგურაციასა და გამართულ მუშაობაზე; ** დააინსტალიროს და განაახლოს კომპიუტერის კომპონენტები და პროგრამული უზრუნველყოფა, მართოს ვირტუალური სერვერები და დააინტეგრიროს ავტომატიზაციის პროცესები; ** მხარდაჭერის გუნდის მართვა ** მხარდაჭერის გუნდის სამუშაო სტრატეგიის განსაზღვრა და აღსრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პრაქტიკული გამოცდილება ვირტუალიზაციის, Hyper-V ან მისი ეკვივალენტის; ** 1C სერვისებთან მუშაობის გამოცდილება ** Microsoft სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (IIS, WFC, MS-SQL, AD). ** Monitoring, Backup პრაქტიკული გამოცდილება ** Linux, Firewalls, Voip საბაზისო დონეზე ცოდნა. ** სისტემებისა და ქსელის პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურის და ქსელის პროტოკოლების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დროის ეფექტურად მართვის უნარი პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით; ** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ; ** ანაზღაურება: 5000 Gel + კვალიფიკაციის მიხედვით; ** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); ** კვება; ** Fitpass; თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ. ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ჰიპერმარკეტი Domino
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო