"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ანალიზურ მიმართულებაში ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით.
მდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის პირველი პლატო.
სამუშაო გრაფიკი: დღის - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, შაბათს 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე
მორიგეობა: 16 ან 24 საათიანი, 1 სთ ანაზღაურება
ანაზღაურება: 1500-1800 (net) ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში ფუნქციონირებადი ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა (გარდა მიკრობიოლოგიური მიმართულებისა);
** კალიბრაციის და შიდა ლაბორატორიული კონტროლის უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით;
** გამოკვლევის შედეგების დამუშავება და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში (LIS);
** მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერის პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;
** საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი პროფესიული განათლება (მედიცინა/ბიოლოგია);
** სამედიცინო საქმიანობის რეგულირებით განსაზღვრული სახელმწიფო სერტიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე [email protected] და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექიმი ლაბორანტი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.