საწყობის თანამშრომელი

აღწერა

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Henkel, Persil, Perwoll, Schwarzkopf, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა) ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად. კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს საწყობის თანამშრომლის ვაკანსიას. ადგილმდებარეობა: ბათუმი სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: 700-800 ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ** პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით ** პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ** საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება ** დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება დამატებითი უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა ** ორგანიზებულობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებული დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე : [email protected] გთხოვთ მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "საწყობის თანამშრომელი ". სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. "შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


შარმ ტრეიდინგი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო