ბრენდ მენეჯერი

აღწერა

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე. კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას."ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, განსხვავებული და კომერციულად მომგებიანი პროდუქტების შერჩევა ** ადგილობრივი და საერთაშრისო ბაზრის კვლევა ** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შერჩეული პროდუქტების დანერგვის უზრუნველყოფა ** კომპანიის მომგებიანობის ზრდა, ახალი და არსებული პროდუქტების სწორი დამუშავების მეშვეობით. ** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განათლება/გამოცდილება: ** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ** სასურველია 1C - ERP სისტემის ცოდნა. კომპეტენციები: ** პროფესიონალიზმი ** დაგეგმვა და ორგანიზება ** ეფექტური კომუნიკაცია ** ინოვაცია ** შედეგზე ორიენტირება ** კომერციული ხედვა. კომპანიის ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass ** კორპორატიული ნომერი ** სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებები ** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off) საკონკურსო პირობები: დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბრენდ მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ელთიბი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო