კონსულტანტი

აღწერა

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/ მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ. აღნიშნული ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის. ვაკანტური თანამდებობის შესახებ: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი ** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე ** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი (10:00-19:00/13:00-22:00 - საბურთალოს სითი მოლი), ერთცვლიანი (11:00-20:00 (ვერისა და დიღმის ფილიალი) ** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ** ანაზღაურების ოდენობა - 850 ლარი-950 ლარი (1 წლის შემდეგ) ფილიალის მისამართები, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი: ** თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა (რუსთაველის მეტროს მიმდებარედ) ** თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი ** თბილისი, ს/ც სითი მოლი საბურთალო გუნდის წევრს ვთავაზობთ: ** კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ; ** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას; ** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს; ** სამსახურს საცხოვრებელთან ახლოს; ** კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა; ** პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის ** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება; ** პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სერვისულობა; ** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს); ** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან. თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://rb.gy/3riblu ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010 შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით. "სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე - კონსულტანტი
სუპერ პრომო
თბილისი 750₾-1100₾ დედლაინი: 4 კვირაში

მაღაზიის მენეჯერი
სუპერ პრომო
თბილისი 1500₾-1600₾ დედლაინი: 4 კვირაში

კომპანია


Super
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო