მაღაზიათა ქსელი "კოსმეტიკა" აცხადებს კონკურსს საწყობის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 8 საათი
ანაზღაურება - 800 ფიქს. + 200 ლარი ბონუსი
მოვალეობები:
** პროდუქციის მარაგის კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკვეთა;
** ფილიალებთან მუდმივი კომუნიკაცია და შეკვეთების ჩამონათვალის მომზადებაში მონაწილეობა
** შეკვეთების გამზადება და შესაბამის პროგრამაში ასახვა
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** გადაფასების პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, ელფოსტის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!