პორტფელის მენეჯერი

აღწერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს ფინანსური პროცესებისა და რისკების მართვის დეპარტამენტის პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში ტექნიკური საკითხების მართვა და მართვის სისტემების შემუშავება; ** სახელმწიფო პროგრამების მართვაში მონაწილეობის მიღება; ** სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღებული მონაცემთა დამუშავება და ანალიზი; ** სახელმწიფო პროგრამების აღსრულებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მათი საპასუხო ღონისძიებების შემუშავება; ** სახელმწიფო პროგრამების აღსრულებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის/სოფტის დანერგვაში მონაწილეობის მიღება; ** სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტის მენეჯმენტი და კონტროლის მექანიზმების შემუშავება; ** მიმდინარე პროექტების/პროგრამების ეფექტურობის გაზრდის მიზნით გაუმჯობესების გზების შემუშავება და ცვლილებების ინიცირება; ** სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით ეფექტური კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და სალიზინგო კომპანიებთან; ** პროგრამების შეფასების კრიტერიუმების/ინდიკატორების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ** პროგრამების ფარგლებში საბანკო გადარიცხვების პროცედურის მართვა და დამოწმება; ** მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ფინანსური ანალიზის, აუდიტის, სტატისტიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ** კანდიდატს სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA პროგრამით გათვალისწინებული პირველი ეტაპი (F1, F2, F3) ** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B1/B2); ** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** მონაცემთა ანალიზი; ** სტრატეგიული ხედვა; ** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი; ** საქმიანი მიმოწერის წარმოება; ** ანალიტიკური აზროვნება; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული. თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 3, 059.00 ლარის ოდენობით (დასაბეგრი ოდენობა) დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით, ლინკზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/86771?active=1 განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ივლისი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


აწარმოე საქართველოში
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო