მერჩენდაიზერი

აღწერა

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქუთაისში. სამუშაო პირობები: ორშ-პარ 10:00-18:00 საათამდე, შაბათი 10:00-16:00 საათამდე, 1 საათი შესვენება ადგილმდებარეობა - ქუთაისი ანაზღაურება - 1350 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** ნიკორას სავაჭრო ობიექტებზე გადაადგილება და პროდუქციის პლანოგრამასთან შესაბამისობის კონტროლი; ** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი; ** ობიექტებზე არსებული პროდუქციის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი; ** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება; ** ობიექტების პერსონალთან პოზიტიური კომუნიკაცია; ** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარები: ** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა; ** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ქუთაისის მერჩენდაიზერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს პარტნიორის ს/კ 400132192 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს პარტნიორის ს/კ 400132192 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2. შპს პარტნიორი ს/კ 400132192 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მერჩენდაიზერი
პარტნიორი
ბათუმი 1350₾ დედლაინი: 1 დღეში

დისტრიბუტორი
პარტნიორი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 დღეში

მძღოლი საკუთარი ავტომობილით
Yandex Taxi პარტნიორი Neo
თბილისი 3000₾-4000₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


პარტნიორი

ანაზღაურება


1,350₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო