ელექტრიკოსი

აღწერა

„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს ცილის წარმოებას სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოების და ადმინისტრაციული შენობის ელექტრო ინფრასტრუქტურის და მექანიკური ნაწილების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სისტემის რეგულარული მონიტორინგი;
  • ელექტრო კაბელების მონტაჟი და მონიტორინგი;
  • საჭირო რაოდენობის კაბელების გამოთვლა;
  • ელექტრო მოწყობილობების პრევენციულ და მიმდინარე რემონტში მონაწილეობა;
  • ახალი ელექტრო აღჭურვილობის რეკონსტრუქციისა და დანერგვისას ინსტალაციის და სხვა სამუშაოების განხორციელება;
  • იზოლატორების დამონტაჟება, სამონტაჟო უბნების განლაგება, დაცვისა და კონტროლის მოწყობილობების დამონტაჟება;
  • ავტომატიზაციის საკონტროლო კარადის მომსახურეობა;
  • ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა;
  • ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
  • შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე;
  • უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება (ენერგეტიკა, მექანიკის მიმართულებით)
  • ელექტრიკოსის სერთიფიკატის მინიმუმ მე-3 კატეგორიის ფლობა;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის მენეჯმენტი;
  • დისციპლინარულობა.

დამატებითი ბენეფიტები:
  • ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან)
  • კვება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლევან ღოღობერიძის 67ბ და გარდაბნის რაიონი სოფ. გამარჯვება.
სამუშაო გრაფიკი: ორშ. - პარ. 09:00 – 18:00, შაბ. 09:00 – 16:00;
ანაზღაურება: 2000 ₾ (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ელექტრიკოსი“

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ელექტრიკოსი
Global Beer Georgia
მცხეთა დედლაინი: 3 კვირაში

სამეურნეო სპეციალისტი
BET25
თბილისი 1200₾ დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


ნუტრიმაქსი

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო