საცალო გაყიდვების სპეციალისტი თბილისი მოლში

აღწერა

საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი,


ფუნქცია/მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
  • ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით 100-დან 550 ლარამდე.
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.


თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საცალო გაყიდვების სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!


გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Wishlist.ge

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო