მიმტანის დამხმარე

აღწერა

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს მიმტანის დამხმარის ვაკანტური პოზიციები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მცხეთა, წყნეთი.
გრაფიკი: სტანდარტული, 8 საათიანი ცვლიანობის გრაფიკი
ანაზღაურება: 1000 ლარიდან

ძირითადი მოვალეობები:
  • მაგიდების მოწესრიგება და სერვირება დანერგილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მომზადებული კერძების მიმტანებისათვის მიწოდება;

მოთხოვნები:
  • სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • სასურველია საკომუნიკაციო დონეზე უცხო ენების ცოდნა;
  • სწრაფად რეაგირების უნარი;
  • ორანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 591 25 22 20 ან გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიმტანის დამხმარე
ფასანაური
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

მიმტანი
ოიში სუში
თბილისი 60₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


წისქვილი ჯგუფი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო