საწყობის მენეჯერ-დისტრიბუტორი

აღწერა

შპს "მედ თრეიდერი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერ-დისტრიბუტორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00-19:00-მდე ** ფიქსირებული ანაზღაურება: 2200 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** აკონტროლოს საწყობში შემოსული პროდუქცია. ** გაამზადოს პროდუქცია რეალიზაციისთვის Fifo მეთოდით. ** მიიბაროს იმპორტი როგორც რაოდენობრივად ასევე თვისობრივი მახასიათებლების მიხედვით, დეტალურად დათვალოს მიღებული პროდუქცია და მაქსიმალურად შეაფასოს ხარისხი-ვიზუალური დაზიანება, ასევე გადაამოწმოს თითოეული პროდუქციის ყუთი და შეფუთვა. ** ზედნადების საფუძველზე შეკვეთების მომზადება და მიწოდების უზრუნველყოფა. ** საწყობის ინვენტარიზაცია მოთხოვნის საფუძველზე. ** შეკვეთილი საქონლის მიწოდება კლინიკებისთვის. ** კომპანიის შესყიდული საქონლის მოტანა საწყობში. ** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის დისტრიბუცია. ** კლინიკაში მიწოდებული პროდუქციის დათვლა ზედნადებების მიხედვით. ** მიწოდებული პროდუქციის ზედნადებებზე ხელმოწერის უზრუნველყოფა კლინიკის წარმომადგენლისგან. მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია მართავდეს მექანიკას. ** უპირატესობად ჩაითვლება საწყობის მენეჯერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. ** უპირატესობა მიენიჭება დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილებას. ** უპირატესობად ჩაითვლება სარეკომენდაციო წერილი წინა დამსაქმებლისგან. უნარ-ჩვევები: ** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. ** კომუნიკაბელური. ** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერ-დისტრიბუტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 31.07.2024 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით უფლებას გვაძლევთ აღნიშნული მონაცემები შევინახოთ ბაზაში არაუმეტეს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ინფორმაციის ბაზაში შენახვა ხდება მისი სათანადო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ხელახლა განხილვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


მედთრეიდერი

ანაზღაურება


2,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო