AML მმართველი

აღწერა

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას AML მმართველის თანამდებობაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ფლობა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის საკითხებზე საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად ; პიროვნული მახასიათებლები: ** მიზანდასახული; ** შედეგზე ორიენტირებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები; ** კვებას; ** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან. ანაზღაურება: 5000 ლარი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე : [email protected] ან http://www.creditservice.ge/career.html და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს. გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


კრედიტსერვისი+

ანაზღაურება


5,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო